გუნდური შეჭიდულობა (Team Bonding) არის ფუნდამენტური პროცესი, რომელიც ქმნის ემოციურ კავშირებს თანამშრომლებს შორის და აყალიბებს ნდობაზე დაფუძნებულ სამუშაო გარემოს. ეს კონცეფცია სათავეს იღებს სოციალური ფსიქოლოგიიდან, სადაც მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ადამიანები უკეთ მუშაობენ და მეტ კმაყოფილებას გრძნობენ, როდესაც მათ აქვთ პოზიტიური სოციალური კავშირები თანამშრომლებთან.
გუნდური შეჭიდულობის პროგრამები გუნდებს ეხმარება:
ნდობის
ჩამოყალიბებაში
კომუნიკაციის გაუმჯობესებაში
პოზიტიური ატმოსფეროს შექმნაში
თანამედროვე კვლევები აჩვენებს, რომ ძლიერი სოციალური კავშირები სამუშაო ადგილზე მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ორგანიზაციულ შედეგებს. ამაზე მეტყველებს სხვადასხვა დროს ჩატარებული უახლესი კვლევების მიგნებებიც.
50%-ით გაზრდილი თანამშრომელთა პროდუქტიულობა
7-ჯერ მეტი თანამშრომელთა ჩართულობა
36%-ით გაუმჯობესებული პროექტების შესრულება
23%-ით გაზრდილი კრეატიულობა და ინოვაციურობა
თანამშრომლებში სტრესის დონის 45%-იანი შემცირება
ჩვენი გამოცდილება აჩვენებს, რომ ორგანიზაციები, რომლებიც იწყებენ გუნდური შეჭიდულობის პროგრამებით, აღწევენ უკეთეს შედეგებს შემდგომ გუნდის მშენებლობის პროცესში და ქმნიან უფრო მდგრად, ეფექტურ გუნდებს.